კახეთში ლაბორატორიაში გაგზავნილი 113 ნიმუშიდან, 103-ზე შედეგი ნეგატიურია, 10-ის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი

დღეის მდგომარეობით, კახეთში Covid-19 -ის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული სამმართველოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია.

„დღეის მდგომარეობით თვითიზოლაციაში იმყოფება 14 მოქალაქე. 3 მოქალაქე მოიხსნა თვითიზოლაციიდან. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე იმყოფება 438 მოქალაქე. ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.

16 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 113 ნიმუში. 103 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. ასევე ნეგატიურია 15 მაისის ყველა ნიმუშის პასუხიც. 16 მაისის დანარჩენი ნიმუშის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2775 ნიმუში, აქედან 963 მედპერსონალია, 815 კარანტინი, შშმ პირი - 149“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა