ბოლნისში კორონავირუსი 2 არასრულწლოვანს დაუდასტურდა

ბოლნისში კორონავირუსი 2 არასრულწლოვანს დაუდასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ორივე ინფიცირებული არასრულწლოვანია და ისინი გუშინ საღამოს დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრები არიან. არასრულწლოვნები წუხელ მშობლებთან ერთად ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს და კვლევის შედეგად, კოვიდ-19 მათაც დაუდასტურდათ. ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში ამ დროისთვის 150 საკვლევი მასალაა გადაგზავნილი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეისათვის კორონავირუსის 147 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 56, გადაცვლილია 3 ადამიანი.