მარნეულში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ე.წ. სასწრაფო დახმარების კლასტერს უკავშირდება

მარნეულში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ე.წ. სასწრაფო დახმარების კლასტერს უკავშირდება

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი ფაქტი გამოვლინდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მარნეულის მერიაში განუცხადეს, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 20 საკვლევი მასალა იქნა გადაგზავნილი, აქედან 19-ზე უარყოფითი პასუხია, ერთს კი "კოვიდ19" დაუდგინდა.

ახალი ინფიცირებული მარნეულის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების კლასტეს მიეკუთვნება და მკაცრ იზოლაციაში იყო.

დღეისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 29 პირია ინფიცირებული, მათგან 16 უკვე გამოჯანმრთელდა.