ზაურ დარგალი - მიუხედავად იმისა, რომ მარნეული, ხვალიდან იხსნება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი დასრულდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში 18 მაისიდან მკაცრი კარანტინი იხსნება და მუნიციპალიტეტის მსახლეობას სხვა ქალაქებსა და სოფლებში, სადაც კარანტინი არ მოქმედებს, გადაადგილება თავისუფლად შეეძლებათ.

,,მიუხედავად იმისა, რომ მარნეული, ხვალიდან იხსნება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი დამთავრდა და დასრულდა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია და გავაკეთოთ ისე, რომ მარნეულის გახსნა იყოს მუდმივი, ამიტომ მე მოვუწოდებ მარნეულელებს - ყველა გაცემული რეკომენდაცია კიდევ ერთხელ წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს არის პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის დაცვა“, - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

მერმა 23 აპილიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტში "კოვიდ-19"-ის პრევენციისა და გამოვლენის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე დეტალურად ისაუბრა და კარანტინის პერიოდი შეაჯამა.

,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მარნეულელებისთვის. იცით, რომ 23 მარტიდან მარნეულში, მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებდა, ხვალიდან, ეს რეჟიმი მოხსნილი იქნება.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჩვენი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა პოზიტიური სიახლეები არის როგორც სოციალური დახმარების, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია იქნება მაქსიმალურად ჩართული, რათა მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ამ სიახლეების შესახებ.

23 მარტიდან, დღემდე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები გატარდა ჩვენს მუნიციპალიტეტში. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სხვადასხვა მიმართულებით გამოწვევებზე რეაგირება დროული ყოფილიყო.

ვირუსის შეჩერებისა და გამოვლენის მიზნით ჩატარდა თერმოსკრინინგი, მომზადებული იყო მოხალისეთა 40 ჯგუფი და საბოლოო ჯამში 105 000-მა მოქალაქემ გაიარა მარნეულში თერმოსკრინინგი. ჩვენ 2 ეტაპად ჩავატარეთ თერმოსკრინინგი და მეორე ეტპზე, კიდევ 55 ათასი მარნეულელი შემოწმდა.

ერთი კვირის წინ, რამდენიმე დღის განმავლობაში ჩატარდა პი-სი-არ ტესტირება იმ ჯგუფებისთვის, რომლებსაც მოსახლეობასთან ყოველდღიური კონტაქტი აქვთ, სულ 1600 ადამიანი იქნა შემოწმებული და ძალიან პოზიტიური შედეგები გვქონდა.

16 სოფელში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, ასევე ქართულ-აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ჩატარდა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც ახლაც გრძელდება. ამისთვის მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს და პირადად ქალბატონ მინისტრს,

ამ მიმართულებით ჩვენ ვიყავით თითოეულ ოჯახში და ყველა მარნეულელს ჰქონდა დეტალური ინფორმაცია ვირუსისა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ,

სამთავრობო ცხელ ხაზთან ერთად მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი იმისთვის, რომ მოსახლეობასთან მაქსიმალური კომუნიკაცია ყოფილიყო.

1820-მა ოჯახმა მიიღო დახმარება, საკვები პროდუქტის, მედიკამენტებისა და ჰიგიენის საშუალებების სახით, საბავშვო-ბაღის 2145 ბავშვს გადავეცით 60 დღის საკვები პროდუქტი.

ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა იყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანა, რასაც დროულად და წარმატებულად გავართვით თავი, 5 ათასი ტონა პროდუქტი გავიდა მარნეულიდან. 27 აპრილიდან გაიხსნა აგრარული ბაზარი და ამ მიმართულებით მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პრობლემა არ არსებობს.

ცხვრის გადარეკვის პროცესი, კიდევ ერთი მიმართულება იყო და ეს პრობლემაც მოგვარდა, დღეისათვის 40 ათასი სული ცხვარია გადარეკილი საზაფხულო საძოვრებზე.

ტვირთბრუნვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო და პირველივე დღიდან ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პრობლემა არ შექმნილა, 4 ათასი ნებართვა იქნა გაცემული იმ კომპანიებზე, რომლებიც ამარაგებდნენ მარნეულს“, - განაცხადა მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა.

23 მარტს, მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა, 18 მაისს, დილიდან კი მუნიციპალიტეტში შესვლასა და გასვლაზე ყველა შეზღუდვა იხსნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა