ნავთობისა და გაზის კორპორაციის მრჩეველი - ლობისტური და საჯარო კამპანია, რომელსაც "ფრონტერა" მიმართავდა და ახლაც მიმართავს, ჩვენზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებასა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რევიზიას ისახავს მიზნად

აგრესიული ლობისტური და საჯარო კამპანია, რომელსაც ფრონტერა მიმართავდა და ახლაც მიმართავს, ჩვენზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებასა და გარკვეულწილად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რევიზიას ისახავს მიზნად , - ამის შესახებ ნავთობისა და გაზის კორპორაციის მრჩეველი, ვაჟა ხიდაშელი აცხადებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან აცნობეს, ამერიკელი სენატორების წერილს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია პასუხობს.

“ჩვენ "ფრონტერას" გადაწყვეტილების გასაჯაროებაზე თანხმობის მისაღებად მივმართეთ, რაზეც კომპანიამ უარი გვითხრა. აგრესიული ლობისტური და საჯარო კამპანია, რომელსაც ფრონტერა მიმართავდა და ახლაც მიმართავს იმ მიზნით, რომ ჩვენზე გარკვეული ზეწოლა განახორციელონ და საარბიტრაჟო განხილვის შედეგების რევიზია მოახდინონ, პირველი არ არის. ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს, 2018 წლის დასაწყისში, ფრონტერა, იგივე მეთოდების გამოყენებით ცდილობდა, რომ დავა საერთოდ არ დაწყებულიყო.

რა მიზანიც ჰქონდათ, ის მიზანი აქვთ ახლაც, რომ ქართულ მხარეზე პოლიტიკური ზეწოლის გამოყენებით ტერიტორიაზე დარჩნენ. 27 ივლისს შესაბამისი ვადა იწურება, კომპანია საკონტრაქტო ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების ნაწილში უფლებებს დაკარგავს და ამ შედეგების თავიდან არიდება უნდა," - აცხადებს კორპორაციის მრჩეველი ვაჟა ხიდაშელი, რომელსაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა