ბოლნისში, სოფელ გეტაში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა

ბოლნისში, სოფელ გეტაში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდგინდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, კორონავირუსი პირს დაუდგინდა, რომელიც ორი დღის წინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტეში, ამ დროისთვის, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რადენობა 150-ს აღწევს.

ბოლოს გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობა კი ბოლნისის სოფელ გეტას და მუშევანს უკავშირდება.

ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტი მკაცრ საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული. კარანტინი ბოლნისში 23 მარტს გამოცხადდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა