ირანის უზენაესი ლიდერი - ამერიკელებს ერაყიდან და სირიიდან გააძევებენ

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ამერიკელებს ერაყიდან და სირიიდან გააძევებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ხამენეის თქმით, ამერიკელთა ქმედებებმა ავღანეთში, ერაყსა და სირიაში მათ მიმართ სიძულვილი გამოიწვია.

”ამერიკელები არ დარჩებიან ერაყსა და სირიაში, არამედ იქიდან განიდევნებიან,“- განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა.

შეგახსენებთ, ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს ბაღდადში აშშ-ის მიერ დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ირანელი სამხედრო მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ თეირანმა ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა