მარნეულში კარანტინი გაუქმდა და მუნიციპალიტეტი გაიხსნა

დღეიდან მარნეულში საკარანტინო ზონა მოიხსნა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს საშუალება აქვთ, შეზღუდვების გარეშე ისარგებლონ გადაადგილების შესაძლებლობით, რომლითაც ქვეყნის სხვა მოქალაქეები სარგებლობენ, იმ რეგინებში, სადაც შეზღუდვები არ მოქმედებს.

არსებული ყველა ბლოკპოსტის დემონტაჟი წუხელ განხორციელდა. დემონტაჟის პროცესი საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განახორციელეს. ადგილზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

"საკარანტინე შეძრუდვების პერიოდი დასრულდა მარნეულის მუნიციპალიტეტში და მე მინდა გულწრფელად მივულოცო პირველ რიგში მოსახლეობას, რომელთაც დაიცვეს ის რეკომენდაციები და ქცევის წესები, რამაც მოგვცა საშუალება მოვსულიყავით დღევანდელ დღემდე. მე არ მაქვს უფლება ასევე გულწრფელი მადლობა არ გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, ყველა უწყებას, ყველა დანაყოფს, ეს იყო ძალიან წარმატებული თანამშრომლობის პერიოდი, ძალიან ბევრი გამოწვევა, ძალიან დიდი მასშტაბის და მათ შორის მცირეც, თუმცა ბევრი რთული სიტუაცია იმართა შეუფერხებლად. მინდა პოლიციას, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროებს, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს, პირველ რიგში ჯანდაცვას, ჩვენს ექიმებს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ამ თანმიმდევრული პოლიტიკისთვის, რამაც მოგვცა ამის საშუალება და მოვედით აქამდე. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში დინამიკა ისე მიდის, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც გავრცელდება შემსუბუქება საკარანტინე რეჟიმების, ისევე როგორც თეთრიწყაროში, რადგან ამ დღეების განმავლობაში არის გავრცელება მხოლოდ ბოლნისის ორ სოფელში მუშევანსა და გეტაში, სადაც კონტროლირებადია ეს პროცესი. ბოლო მონაცემებით, 150 საკვლევი მასალიდან ყველაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ იქაც უკან იხევს დაავადება. დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, იქაც თავისუფლად გადადგილების საშუალება მიეცემა მოსახლეობას, თუმცა ეს არის კიდევ ერთი დიდი გამოწვევა, რომ კიდევ უფრო ფრთხილად. კიდევ უფრო მეტი მონდომებით დავიცვათ რეკომენდაციები, ქცევის წესები და შევინარჩუნოთ ეს მონაპოვარი“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრ საკარანტინო ზონად 23 მარტს გამოცხადდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა