ზუგდიდში არასრულწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდში კორონავირუსი კიდევ ერთ არასრულწლოვანს დაუდასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, არასრულწლოვანი ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის ნათესავია და მის კლასტერს წარმოადგენს. ჯამში, ამ კლასტერიდან 6 ადამიანი დაინფიცირდა, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შემოსული 56 ნიმუშიდან აღმოჩნდა 3 დადებითი პასუხი. მათგან ორი არის 40-წლამდე მამაკაცი და ქალი, ტრაილერის მძღოლის და და სიძე. ხოლო მესამე არის არასრულწლოვანი, რომელიც ასევე არის მისი კლასტერიდან და არის ნათესავი. ამ კლასტერიდან სულ 6 ადამიანი დაინფიცირდა. ყველას ჯანმრთელობის მდგომაროება არის დამაკმაყოფილებელი. თავად ტრაილერის მძღოლი გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში, დანარჩენები რუხის „ცხელების ცენტრში“ მკურნალობენ,“ - განაცხადა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მალხაზ ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ახალი კორონავირუსი ზუგდიდში ტრაილერის მძღოლის ოჯახის სამ წევრს - დედას და ორ მცირეწლოვან შვილს დაუდასტურდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო