ფოთის “ცხელების კლინიკაში“ მოთავსებულ ხუთ პაციენტს, რომელთა შორის 3 ბავშვია, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ,,ცხელების კლინიკაში“ მოთავსებულ ხუთ პაციენტს, რომელთა შორის სამი ბავშვია, ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ყველა მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში ცხელებითა და რესპირატორული სიმპტომებით შეიყვანეს.

,,ჩვენს კლინიკაში მოთავსებული ხუთი პაციენტის ნიმუში გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში PSR კვლევისთვის. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა. ესენი არიან: 70 წლის მამაკაცი სოფელ პატარა ფოთიდან, 80 წლის ქალი ფოთიდან, წლინახევრისა და ოთხი წლის გოგონები ფოთიდან, ასევე შვიდი თვის გოგონა ლანჩხუთიდან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია,“ – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა