ქვემო ქართლის გუბერნატორი იმედოვნებს, რომ მარნეულის მსგავსად, მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები მალე ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებშიც მოიხსნება

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მსგავსად, მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები მალე ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებშიც მოიხსნება. როგორც შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, კოვიდ-19-ის შემთხვევები მხოლოდ ორ სოფელში, გეტასა და მუშევანში ფიქსირდება და იქაც ეს პროცესი კონტროლირებადია.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში დინამიკა ისე მიდის, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც შემსუბუქდება საკარანტინე რეჟიმები, ისევე როგორც თეთრიწყაროში, რადგან ამ დღეების განმავლობაში არის გავრცელება მხოლოდ ბოლნისის ორ სოფელში მუშევანსა და გეტაში, სადაც კონტროლირებადია ეს პროცესი. ბოლო მონაცემებით, 150 საკვლევი მასალიდან ყველაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ იქაც უკან იხევს დაავადება. დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, იქაც თავისუფლად გადადგილების საშუალება მიეცემა მოსახლეობას, თუმცა ეს არის კიდევ ერთი დიდი გამოწვევა, რომ კიდევ უფრო ფრთხილად, კიდევ უფრო მეტი მონდომებით დავიცვათ რეკომენდაციები, ქცევის წესები და შევინარჩუნოთ ეს მონაპოვარი“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რომლებიც მარნეულს ესაზღვრება და სადაც დაავადების გავრცელების ფაქტები აღარ დაფიქსირებულა, შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობა მალე იქნება.

"ამ სოფლებში, მოსახლეობას გარკვეული საჭიროებები აქვს, ეს არის დისტრიბუცია თუ სამედიცინო მომსახურების საკითხები. ინდივიდუალურად განვიხილავთ ამ ყველაფერს და პროცესი მართული იქნება, სადაც გადაუდებელი აუცილებლობა იქნება, ჩვენ შემოვუშვებთ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას, რომ მარაგები იქნას შევსებული და არსებული მოთხოვნები იქნას დაკმაყოფილებული. მე ვფიქრობ, რომ ბოლნისისი მუნიციპალიტეტში და განსაკუთრებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მომიჯნავე სოფლებში, სადაც ახლა იწყება საგაზაფხულო სამუშაოები და ველოდებით ძალიან დიდ მოსავალს, გვექნება ეპიდემიოლოგიური შესაძლებლობა და სიტუაცია შეფასებული ისე, რომ შეზღუდვები მოვხსნათ“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტში ბლოკ-პოსტები გაუქმდა და მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოიხსნა. მარნეული კოვიდ 19-ის პირველი დადასტურებული ფაქტის შემდეგ 23 მარტს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩაიკეტა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო