აჭარაში, „ცხელების კლინიკებში“ მოთავსებული 14 პირის კვლევის პასუხები დღეს გახდება ცნობილი

აჭარაში საკარანტინე სივრცეში 1142 პირი იმყოფება, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, კორონავირუსის საეჭვო ნიშნის მქონე 39 პირს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკა "მედალფაში" კი კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირი მკურნალობს.

"დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 39 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. „ცხელების კლინიკებში“ მოთავსებულია 14 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PSR ტესტი ჩაუტარდა 9384 პირს. ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს გადის 2 ინფიცირებული პაციენტი. ჯამში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 67-მა პაციენტმა. 30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა 14 მარტს(იმპორტირებული). დღემდე რეგიონში ვირუსი გაუდგინდა71 ადამიანს. აჭარაში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 პაციენტი. დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1142 პირი. ჯამში კარანტინი დატოვა 6126-მა პირმა",- აცხადებენ უწყებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო