სოფელ გეტაში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, გვიან ღამით კოვიდ 19 კიდევ ერთ პირს დაუდგინდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, კოვიდინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევა, კლინიკაში გუშინ მოთავსებული ერთ-ერთი ინფიცირებულის თანხლები პირია. სოფელ გეტაში კოვიდ 19-ით ინფიცირების სულ 18 შემთხვევაა დაფიქსირებული.
სოფელში მკაცრი საკარანტინე ზომები მოქმედებს. გეტას მსგავსად, კარანტინია სოფელ მუშევანში, სადაც ინფიცირების 44 ფაქტია. სულ ბოლო მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 150 დადასტურებული შემთხვევაა, 3 გარდაიცვალა და 59 გამოჯანმრთელდა.

























