გიგი უგულავა - გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს, წერტილი, როგორც მათ უყვართ - საჭირო არ არის გაჯიქება

გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს, წერტილი, როგორც მათ უყვართ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიორგი რურუას სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, რურუას წინააღმდეგ საქმე არის შეთითხნლი.

„მნიშვნელობა არ აქვს, მოსწონს თუ არა გიორგი რურუა ვინმეს, მის მიმართ წარმოებული საქმე არის შეთითხნილი, პოლიტიკურად მოტივირებული და ის უნდა გათავისუფლდეს, წერტილი, როგორც მათ უყვართ და ამ შემთხვევაში წერტილი მართლაც დაესმება. საჭირო არ არის გაჯიქება და ბაქი-ბუქი. საკუთარ სიტყვებს უნდა სცენ პატივი, იმიტომ, რომ ისინი დღეს, ინსტიტუტებს წარმოადგენენ“, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა