ლადო კახაძე - მწეველების მხარეს ვერ დავდგები - თუ სანქციაა გასაზრდელი, გაიზარდოს, ახლა ბევრი მოწინააღმდეგე გამოჩნდება, ზოგი შეიძლება გულშიც მაგინებს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ლადო კახაძის განცხადებით, მწეველები ცუდი მოტივატორები არიან ახალგაზრდა თაობისთვის. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დღის წესრიგით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხი განიხილებოდა, ლადო კახაძემ იმ უარყოფით შედეგებზე ისაუბრა, რასაც ნიკოტინი იწვევს. როგორც მან განმარტა, მწეველებს მხარს ვერ დაუჭერს, რადგან იცის, „ნიკოტინის მომხმარება რამხელა უბედურებაა“.

„ვიცი, რა უბედურებასთან გვაქვს საქმე ნიკოტინის მოხმარების დროს. მე ამას 1974 წლიდან ვებრძვი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს პირადად ვუთხარი და ძალიან მომეწონა მათი პრინციპულობა. პირველი, რაც ვთქვი, როცა ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი ჩატარდა, განსაცვიფრებელი შედეგი მიიღო პარლამენტის ერთსულოვნებამ ამ კანონპროექტის მიღება-ამოქმედების კონტროლის გზაზე, მაგრამ იქაც გამოჩნდა ხარვეზები. დიახ, თუ სანქციაა გასაზრდელი, გაიზარდოს. ვიცი, რომ ახლა ბევრი მოწინააღმდეგე გამოჩნდება, ზოგი შეიძლება გულშიც მაგინებს (მწეველებს ვგულისხმობ). ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი ჯიუტად მეწინააღმდეგება, მაგრამ ჩემი პოზიცია იციან, რომ მწეველების მხარეს ვერ დავდგები. იმიტომ კი არა, რომ სხვა პრინციპი მაქვს, ისინი ცუდი მოტივატორები არიან ახალგაზრდა თაობისთვის. მათ მიერ ამობოლქვილი, ამოშვებული ეს უბედურება მათი შვილებისა და შვილიშვილებიის ალვეოლებს კლავს, ზუსტად ამას ვერ უძლებს მერე კორონავირუსები, მერე ეს არის ობსტრუქცია, უბედურება და ჯანდაბა. გამაოცა იმ შედეგებმა, რომელიც ამ კანონის აღსრულების დროს შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინეს. რამდენად არის შემცირებული განმეორებითი, პირველადი ინფარქტი, ინსულტი და ეს სულ რაღაც 2 წელიწადში. რა კარგი რამ გააკეთა ამ პარლამენტმა“,-განაცხადა კახაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა