რუსთავში კორონავირუსისგან მეცხრე ადამიანი განიკურნა

რუსთავში კორონავირუსისგან მეცხრე ადამიანი განიკურნა. როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, გამოჯანმრთელებული ახალგაზრდის განმეორებითი ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია და ის კლინიკიდან 2 კვირიან თვითიზოლაციაში გადავა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში კორონავირუსით სულ 9 ადამიანი იყო დაინფიცირებული, მათგან 7 ეროვნული ბანკის კლასტერი და მათი კონტაქტები იყო.

























