საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშა დაშავდა

18 მაისს, უბისა-შორაპნის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, რომელსაც კომპანიაChina Road and Bridge Corporation ასრულებს, ბულდოზერის ოპერატორი დაშავდა , - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

როგორც დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, დაშავებულ პირს ადგილზევე გაეწია პირველადი დახმარება, რის შემდეგაც სამედიცინო პერსონალმა ზესტაფონში, ფერო-მედის საავადმყოფოში გადაიყვანა, დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია. საავადმყოფოში იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

დაშავებული მუშის სამკურნალო და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯებს სრულად დაფარავს China Road and Bridge Corporation. კომპანიის წარმომადგენლები სამედიცინო პერსონალთან, დაშავებულთან და მის ოჯახთან მუდმივ კავშირზე იმყოფებიან. მომხდარი ფაქტის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს