ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა კოსტავასა და ლოლუას ქუჩების კვეთაზე მოხდა. ერთმანეთს ,,ტოიოტასა“ და BMW- ს მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, BMW-ს ავტომობილის მგზავრი, 60 წლამდე ქალი დაშავდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკის კლინიკა ,,სენამედში“ გადაიყვანა.

,,შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფოს ბრიგადას დახვდა 60 წლამდე დაზარალებული ქალი. მას აღენიშნება ზედაპირული ტრავმა და გულ-მკერდის დაჟეჟილობა. გადაყვანილია სენაკის კლინიკა ,,სენამედში“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მენეჯერმა, კესო გელენიძემ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა