გუბერნატორმა და ზუგდიდის მერმა გიგა ოთხოზორიას საფლავი ყვავილებით შეამკეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ სოფელ ხურჩაში ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას საფლავი ყვავილებით შეამკეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

ალექსანდრე მოწერელია ოთხოზორიას ოჯახის წევრებს შეხვდა და მის დედას გმირი შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.

„ამ უმძიმესი ფაქტიდან ოთხი წელი გავიდა, სამწუხაროდ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზს მიღმა დღესაც არ არიან დაცულნი, მაგრამ უახლოეს მომავალში მოვა ის დრო, როდესაც საოკუპაციო ხაზი აღარ იქნება ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ ერთიან მთლიან საქართველოში ცხოვრებას“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

ზუგდიდის მერის განცხადებით, გიგა ოთხოზორია არის ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო.

„გიგა ოთხოზორია არის სიმბოლო ოკუპაციასთან ბრძოლის, ის არის სიმბოლო იმისა, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსეთის მხრიდან ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ ქმედებებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გამთლიანებული საქართველო, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, გახდეს ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ცნობისთვის, გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო