სერგო რატიანის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ არ დაუჭერს მხარს ცვლილებებს, რომლითაც მთავრობა შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს

ეს არის ბერკეტი იმისთვის, რომ პარლამენტის როლი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მითუმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში ამის მოთხოვნა უბრალოდ თავხედობაა, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს.

მისი განმარტებით, „ევროპული საქართველო“ საკითხს მხარს არ დაუჭერს.

სერგო რატიანი ასევე უმრავლესობის წევრებს მოუწოდებს, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ, რადგან მისი შეფასებით, ეს „დემოკრატიასა და ისედაც შელახულ იმიჯს დააზიანებს“.

„არათუ „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის, არამედ დემოკრატიულ სამყაროში ნებისმიერი მთავრობისთვის ამ უფლებების მინიჭება სრულიად დაუშვებელი და შემაშფოთებელიც კია, როდესაც მთავრობა ამას ითხოვს. ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში კიდევ უფრო მძიმეა ეს ვითარება, რადგან ვხედავთ გარკვეულ სურვილებს და მიდრეკილებებს ავტორიტარიზმისკენ. შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც მთავრობას მიაჩნია, რომ უნდა დაწესდეს, ჯერ უნდა შემოვიდეს პარლამენტში და მოითხოვოს ამ კონკრეტული უფლებების მოპოვება, უფლების მინიჭება. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს მარტივად რომ ვთქვათ, ამ არადემოკრატიულ პრინციპს. ეს დაუშვებელია მოცემულ და ზოგადად, ნებისმიერ შემთხვევაში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ შემთხვევაში, არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ პირობებში, არამედ თავისუფალი სამყაროს ნებისმიერ წერტილში მსგავსი უფლებებიც მოთხოვნაც კი, შემაშფოთებელია. ეს არის ბერკეტი იმისთვის, რომ პარლამენტის როლი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში ამის მოთხოვნაც კი, უბრალოდ თავხედობაა. შესაბამისად, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ, პირიქით, მოვუწოდებთ უმრავლესობის წევრებსაც, ეს არ გააკეთონ, რადგან დააზიანებს დემოკრატიას და ისედაც შელახულ იმიჯს“,-აცხადებს რატიანი.

ცნობისთვის, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება."საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

იხილეთ ვიდეო:ცვლილებებს, რომლითაც მთავრობას შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება, "ევროპული საქართველო" მხარს არ დაუჭერს

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს