ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება - რაც შეეხება ოპოზიციას, მათი გადასაწყვეტია, მათ შეუძლიათ დატოვონ საარჩევნო სისტემა, რომელსაც უფრთხილდებოდნენ თავიანთი მმართველობისას

მათ შეუძლიათ დატოვონ მათი საყვარელი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ისინი უფრთხილდებოდნენ თავიანთი მმართველობის პერიოდში, როცა ისინი იყვნენ ჯერ შევარდნაძის დროს, მერე როცა მთლიანად მოვიდნენ ხელისუფლებაში, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება, ხოლო თუ კანონპროექტი ოპოზიციის მხარდაჭერის არარსებობის პირობებში ჩავარდება, ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება.

„საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა. რაც შეეხება ოპოზიციას, ბუნებრივია, ეს მათი გადასაწყვეტია. მათ შეუძლიათ დატოვონ მათი საყვარელი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ისინი უფრთხილდებოდნენ თავიანთი მმართველობის პერიოდში, როცა ისინი იყვნენ ჯერ შევარდნაძის დროს, მერე როცა მთლიანად მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს მათი არჩევანია. თუ მათი არჩევანის საფუძველზე ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილებები, ბუნებრივია, ეს იქნება მათი პასუხიმსმგებლობა. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს. ივნისის ბოლოს გავა სამივე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე. ჩვენი მხრიდან ამ დოკუმენტს ექნება სრული მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ისინი არ დაუჭერენ მხარს ამ ცვლილებებს და ამის გამო ჩავარდება კანონპროექტი, ეს იქნება, ბუნებრივია, მათი სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა,“- განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა