ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა ბაზრის გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. მოვაჭრეები ბაზრის გახსნას მოითხოვენ.

მათი განცხადებით, დღეს ადმინისტრაციამ ბაზარში შესვლაზე მათ უარი უთხრა. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, პანდემიის გამო, ერთი თვით ეს აგრარული ბაზარიც დაიკეტა და ახლა პირობების არარსებობის მიზეზით აღარ ხსნიან. მოვაჭრეების თქმით, 20-მდე ადამიანი ყოველგვარი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.

აქციას შეურთდნენ პარტია „თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლებიც. პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას თქმით, ნაცვლად იმისა, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, უკვე არსებულ ადგილებს აუქმებენ და მოსახლეობას შიმშილისთვის წირავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა