ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში 30-მდე ოჯახმა აქცია გამართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში 30-მდე ოჯახმა აქცია გამართა. შეკრებილების განცხადებით, იმ ნაკვეთებში, რომლებიც საავტომობილო გზების დეპარტამენტს ავტობანის მშენებლობისთვის გადასცეს, მიზერული თანხა გადაუხადეს. მათივე თქმით, იმავე ლოტში, 12 კმ-იან მონაკვეთში იმავე ფუნქციისა და კატეგორიის მიწაში მეზობელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აღნიშნულმა დეპარტამენტმა კვადრატულ მეტრში 23-დან 60 ლარამდე გადაუხადა და დამატებით, ერთჯერადი სოლიდური კომპენსაციაც მისცა. აქციის მონაწილეები დახმარებას პრემიერ- მინისტრს და ყველა შესაბამის უწყებას სთხოვენ.

„ჩვენი მთავარი მოთხვონაა გადაგვიხდონ იგივე თანხა, რაც ოზურგეთელებს. ვიცით, რომ საკითხზე გამოძიება დაწყებულია, ამიტომ ვითხოვთ გამოძიების დასკვნას დასაბუთებული არგუმენტაციით, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემით. ასევე, ჩვენი მოთხოვნაა გასაჯაროვდეს განსახლების სამოქმედო გეგმა, რადგანაც გვაქვს ეჭვი, რომ საქმე გვაქვს დიდ ფინანსაურ მაქინაციასთან, "- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, ხათუნა გუჯაბიძემ.

აქციის მონაწილეები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტული აქციების მოწყობას გეგმავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო