გიორგი ვაშაძე - დღეს ვიმსჯელებთ უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თემებზე და იმ ინიციატივებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა გვქონდეს კრიზისის დაძლევის კუთხით

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე, ქვეყანაში არსებულ უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თემებზე, 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე და მაჟორიტარულ საკითზებზე იმსჯელებენ.

როგორც გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დღეს საარჩევნო სიებზე იმსჯელებენ არასწორია და ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

„დღეს ჩვენ გვექნება გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ფარგლებში შეხვედრა. ვიმსჯელებთ ქვეყანაში არსებულ უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თემებზე და იმ ინიციატივებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა გვქონდეს ჩვენ ამ კრიზისის დაძლევის კუთხით. ასევე ვიმსჯელებთ, პოლიტიკურ პროცესებზე, რომლებიც მიმდინარეობს 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე, ვიმსჯელებს, რა თქმა უნდა, მაჟორიტარულ საკითხებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს თემა წამოიჭრა და დაახლოებით მე ვფიქრობ, რომ 2 კვირის ფარგლებში ყველა პოლიტიკური ძალა უნდა ჩამოყალიბდეს საკუთარ პოზიციებში, მაჟორიტარულ ოლქებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით“ , - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა