ფოთში მცირეწლოვან ბავშვსა და 30 წლის მამაკაცს კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდგინდა

ფოთში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

,,ცხელების კლინიკაში“ ამ დროისთვის 5 პაციენტია მოთავსებული. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, მათი ბიოლოგიური მასალა კვლევისთვის უკვე გაიგზავნა.

,,ორ პაციენტ- წლის და 7 თვის ბავშვს და 30 წლის მამაკაცსა და კორონავირუსი არ დაუდგინდა. ახლა ჩვენთან, ბოქსირებულ პალატებში მოთავსებულია 5 პაციენტი : 13 ბიჭი , 48 და 71 წლის მამაკაცები, 22 და 66 წლის ქალები. ყველა მათგანი ადგილობრივია.ისინი ცხელებითა და რესპირატორული სიმპტომებით გუშინ შემოიყვანეს. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ” კვლევისთვის უკვე გაიგზავნა და პასუხები გვიან ღამით, ან დილით გახდება ცნობილი“, - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო