გიორგი გახარია ოპოზიციის განცხადებებზე - საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება - რაც შეეხება სხვა ყველაფერს, არის უბრალოდ პოლიტიკური სპეკულირება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და პოლიტიკური სივრცის შემდგომი რეფორმირებისა და დემოკრატიზაციისთვის აუცილებელი მომენტი.

კითხვაზე, გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სისტემა , რომელზეც შეთანხმება მოხდა პრინციპულია და „ სხვა ყველაფერი, არის უბრალოდ პოლიტიკური სპეკულირება.“

„მმართველ გუნდს აქვს აბსოლუტურად გააზრებული პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ჩატარდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება. რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს პოზიციას, ვთვლი, რომ ის საარჩევნო სისტემა , რომელზეც შეთანხმება მოხდება დღევანდელ ეტაპზე ქვეყნის განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი და პრინციპულია. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომელიც არაერთხელ დამიფიქსირებია, ისევე, როგორც მითქვამს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და პოლიტიკური სივრცის შემდგომი რეფორმირებისა და დემოკრატიზაციისთვის აუცილებელი მომენტი. ახლა რაც შეეხება სხვა ყველაფერს, არის უბრალოდ პოლიტიკური სპეკულირება“, -აცხადებს გახარია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა