კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ მამაკაცს, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან გაწერეს, ვირუსი ისევ დაუდასტურდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტია მოთავსებული. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის თქმით, პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შევიდა.

მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე აცხადებს, პაციენტი ორი კვირის წინ მკურნალობდა საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით, მკურნალობის შემდეგ მას ტესტის შედეგად, ვირუსი აღარ აღმოაჩნდა, რის შემდეგაც კლინიკიდან გაწერეს და ორკვირიან თვითიზოლაციაში გაუშვეს. საიზოლაციო პერიოდში პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა, რის შემდეგაც კლინიკაში შემოწმდა და ვირუსი კვლავ აღმოაჩნდა.

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი საჩხერელია და მოგზაურობის ისტორია აქვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა