რუსთავში, პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი ქარხანა ამოქმედდა

რუსთავში, პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი ქარხანა ამოქმედდა. სს ,,რუსთავოილი“ სამშენებლო ბიტუმს აწარმოებს, ის ქართული ინვესტიციითაა დაფინანსებული და რუსთაველი კადრებით არის დაკომპლექტებული. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქარხანაში მიმდინარე მუშა პროცესს, დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და რწმუნებულის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი გაეცნენ.

,,რუსთავოილს”, წელიწადში 120-დან 150 000 ტონამდე პროდუქციის გამოშვების საშუალება აქვს, რაც სამშენებლო ბიტუმზე საქართველოს მოთხოვნის თითქმის 80%-ს შეადგენს.

“აწარმოე საქართველოს” მხარში დგომით, რუსთავში ახლახანს გაიხსნა ბიტუმის გადამამუშავებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოში და მთლიანად ამიერკავკასიაში ერთადერთია. მოგეხსენებათ, ეს ნედლეული საქართველოში აქამდე მთლიანად სხვა ქვეყნებიდან შემოდიოდა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს საწარმო მომავალში სრულად დააკმაყოფილებს საქართველოს მოთხოვნას ბიტუმზე“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ,,რუსთავოილი“ შეუფერხებლად მუშაობს პანდემიის პერიოდშიც და ადგილზე ვირუსის გავრცელების პრევენციული ნორმები სრულადაა დაცული.

“ამ დროისთვის საწარმოს მშენებლობის და წარმოების პირველი ეტაპი დასრულებული აქვს და ამ ეტაპში იგულისხმება 16 მილიონამდე ინვესტიციის ჩადება. აქ პირველადი გადამუშავების ნედლეულით მიიღება ბიტუმი, რაც საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში გამოიყენება”, -განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

სს ,,რუსთავოილს” 2017 წელს, სახელმწიფო პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში’’ ფარგლებში, 585 726 ლარად შეფასებული მიწის ფართობი გადაეცა.

2018 წლიდან კი, კომპანია ქარხნის მშენებლობის პროცესში იყო.

საწარმოში ინვესტიციის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და მისი მოცულობა დაახლოებით 16 მილიონ ლარს შეადგენს. საერთო ჯამში, 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი. ქარხანა თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და სამომავლოდ ალტერნატიული ენერგეტიკული სიმძლავრეების დანერგვაც იგეგმება, რაც მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებას გულისხმობს და მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა