ზუგდიდში გამოკვლეულ 94 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 94 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდგინდა , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მალხაზ ბასილაიამ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, გამოკვლეულთა შორის ტრაილერის მძღოლის კონტაქტებიც იყო.

„ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 94 ბიოლოგიური ნიმუშიდან ყველა პასუხი უარყოფითია. აქედან, 29 ნიმუში ტრაილერის მძღოლის კონტაქტი იყო.

დღეისათვის სულ 107 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში იყო გაგზავნილი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში. აქედან 94 ტესტის პასუხი იქნა მიღებული. რაც შეეხება დარჩენილი 13 ტესტის პასუხს, ის ხვალ გახდება ცნობილი“, - აცხადებს ბასილაია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო