ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა, აშშ ქვეყანასთან მიმოსვლის აკრძალვას გეგმავს

ბრაზილიაში ერთ დღეში კორონავირუსით 1 179 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 17 971-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 17 408 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვმა 271 628-ს მიაღწია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ბრაზილიასთან მიმოსვლის აკრძალვის საკითხზე მსჯელობს. “არ მსურს, იქიდან მოსულებმა ჩვენი ხალხი დააინფიცირონ,“- განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

ცნობისათვის, ბრაზილია კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზე დგას აშშ-სა და რუსეთის შემდეგ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა