გუბერნატორი - “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით განსაზღვრული შეღავათები გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შედეგად, დამატებით, 19 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება. აღნიშნული 19 დასახლებიდან 11 სოფელი - ბერშუეთი, ახალუბანი, მეჯვრისხევი, ქერე, ხურვალეთი, ჯარიაშენი, აძვი, ფლავი, ფლავისმანი, ქვემო ხვითი და ქვეში გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, 8 სოფელი კი დუშეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის – ბაქაქურები, ზემო კოდისწყარო, ზემო შუახევი, ილტოზა, პეტრიანი, ქედელობა, ქვემო კოდისწყარო, ქვემო შუახევი. სტატუსის მინიჭებით, აღნიშნული სოფლების მცხოვრებლები სოციალური და საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო შეღავათები უმნიშვნელოვანესია ოკუპირებული ტერიტორიების პერიმეტრის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისთვის და იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს მთავრობის ამ ინიციატივას”, - აღნიშნა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში გიგი ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ,“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა