ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ვანის მუზეუმის მშენებლობა დაასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, დასრულებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დაათვალიერა. მისი თქმით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სრულიად ახალი სამუზეუმო კომპლექსი სჭირდებოდა იმ არქეოლოგიურ სიმდიდრეს, რომელიც გააჩნია ვანს.

„ამ კომპლექსს ბოლოს 35 წლის წინ ჩაუტარდა გარკვეული სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკვე სრულიად ახალი სამუზეუმო კომპლექსი ზაფხულიდან მზად იქნება უმასპინძლოს როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ისე მის სტუმრებს. იმედია, პანდემიის შემდეგ ახალი ტურისტული დანიშნულება იქნება მაღალი ინტერესის სფერო, როგორც ქართველებისთვის, ისე იმ ტურისტებისთვის რომლებსაც აქვთ საქართველოში ჩამოსვლის სურვლი და როგორც კი ივლისში ქვეყანა მზად იქნება ტურისტული სეზონის გახსნისთვის, ეროვნული მუზეუმის პერსონალიც ახალი ექსპოზიციით მზად დახვდება მნახველს.“- განაცხდა ვიცე-პრემიერმა.

“მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარს შეადგენს. ახალ, ოთხსართულიან შენობაში, პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და ადმინისტრაციული ოფისი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია 1985 წლის შემდეგ პირველად ჩაუტარდა. პროექტის დასრულების შემდეგ ის საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და ასევე სრულად აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით. მშენებლობის პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღობეების რეაბილიტაციაც დაასრულა. სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ვანის არქეოლოგიური სივრცის დაცვას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს