23 მაისიდან ავტომობილების ტექინსპექტირება კვლავ სავალდებულოა

საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე, კვლავ სავალდებულო ხდება ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება შესაბამის ვადებში, ანუ მანქანის რეგისტრაციის თარიღამდე,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “გრინვეიდან” აცნობეს.

„დროა გადაამოწმოთ, როდის უწევს თქვენს ავტომობილის ტექინსპექტირება და მოემზადოთ „გრინვეიში“ ვიზიტისთვის. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, თუ როდის გიწევთ ტექინსპექტორების გავლა და წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი www.umartivesad.ge-ზე ან ტელეფონით: 2 99 77 77.

ამასთან, თუ დაკავებული ხართ, შეგიძლიათ ისარგებლოთ „გრინვეის“ კონსიერჟის სერვისით - თქვენს ავტომობილს კონსიერჟი წაიყვანს, გაატარებს ტექინსპექტორებას და დაგიბრუნებთ უკან.

როგორც ცნობილია, 22 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, ანუ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, კარანტინის გამო ბევრი ავტომფლობელი, ვისაც სწორედ ამ პერიოდში უწევდათ ტექინსპექტორების გავლა, ვერ ახერხებდა საკუთარი ავტომობილისთვის ინსპექტირების ჩატარებას. 23 მაისიდან ტექინსპექტირების გავლა მათთვისაც სავალდებულო ხდება და ასეთ მძღოლებს 2 თვის ვადა აქვთ იმისათვის, რომ მოემზადონ და ტექინსპექტირება გაატარონ თავის ავტომობილს.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, 1 აპრილიდან ამოქმედდა გარკვეული ცვლილებები ტექინსპექტირების წესებსა და სტანდარტებში. გაეცანით ცვლილებებს “გრინვეის“ ვებ გვერდზე და გაითვალისწინეთ ისინი ტექინსპექტირებისთვის მომზადებისას.

როგორც ცნობილია, ტექინსპექტირებისას ავტომობილები მოწმდება შემდეგი ელემენტების მიხედვით:

1. სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია

2. სამუხრუჭე აღჭურვილობა

3. საჭით მართვის სისტემა

4. ხილვადობა

5. ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა

6. ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება

7. შასი და მისი შემადგენლები

8. სხვა მოწყობილობები

9. უარყოფითი ზემოქმედება (მათ შორის, გამონაბოლქვი)

10. დამატებითი ინსპექტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა