სოფელ მუშევანში კიდევ 4 პირს დაუდგინდა კორონავირუსი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად კიდევ 4 პირს კორონავირუსი დაუდგინდა. ოთხივე დადასტურებული შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სამი ადამიანის ბიოლოგიური მასალა მუშევანში გუშინ აიღეს, ერთი კი ინფიცირებულ კონტაქტთან ერთად, რამდენიმე დღის წინ ბოჭორიშვილის კლინიკაში იყო მოთავსებული და კვლევა იქ ჩაუტარდა.

კოვიდინფიცირებულ პირებს მუშევანიდან თბილისის კლინიკებში დღის განმავლობაში გადაიყვანენ.

გუშინ ლაბორატორიაში 97 პირის ტესტი იყო გადაგზავნილი. მათ შორის, 88 ბიოლოგიური ნიმუში სოფელ მუშევანში იყო აღებული, ცხრა კი, ქალაქ ბოლნისში. სოფელ მუშევანში ბოლო მონაცემებით, კოვიდინფიცირების 54 დადასტურებული შემთხვევაა. 25 აპრილიდან სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ბოლო მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 160 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ 4 პირს დაუდგინდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა