დაბა ახალდაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ასფალტის საფარის დაგება ჭავჭავაძის, აღმაშენებლისა და ნიკოლაძის ქუჩებზე მოხდება. მათივე ცნობით, ჯამში, გზა 2კმ-ზე მეტი სიგრძის მონაკვეთზე მოეწყობა. აღნიშნული სამუშაოებით, ახალდაბაში დასრულდება ქუჩების რეაბილიტაცია, ჩიხების კეთილმოწყობა კი შემდეგი წლიდან დაიწყება.
“ამ ეტაპზე ადგილზე გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, საკურორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა. გადაადგილება გახდება უფრო კომფორტული და უსაფრთხო”, - ნათქვამის გავრცელებულ ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"