ირაკლი ქადაგიშვილი გურჯაანის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი გურჯაანის მაჟორიტართან, დავით სონღულაშვილთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან, არჩილ ხანდამაშვილთან ერთად ქალაქ გურჯაანში მდებარე პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, გურჯაანის პარკში მულტიფუნქციური გარემო შეიქმნება, სადაც ღია ამფითეატრი, ბავშვთა გასართობები და სხვადასხვა ატრაქციები იქნება.

"კახეთში განახლდა ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უკვე დაწყებული იყო. ვიმყოფებით გურჯაანის პარკში, სადაც მულტიფუნქციური გარემო შეიქმნება. მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებს აქ სამუშაოებს და ეს ადგილი გახდება დამსვენებლებისთვის ახალი მიზიდულობის ცენტრი. აქ შეიქმნება მრავალკომპონენტიანი სივრცე, სადაც იქნება: ღია ამფითეატრი, ბავშვთა გასართობები და სხვადასხვა ატრაქციები" - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დავით სონღულაშვილის განმარტებით, გურჯაანის პარკი დაიბრუნებს იმ ძველ ფუნქციას, რომელიც ყოველთვის ჰქონდა.

"ძალიან მნიშვნელოვანია გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია, ეს არის მიზიდულობის ცენტრი, არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ყველა თაობის გურჯაანელისთვის. გურჯაანის პარკი შეიძენს და დაიბრუნებს იმ ძველ მნიშვნელობას და ფუნქციას, რაც ყოველთვის ჰქონდა" -აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

გურჯანის მერის თქმით, მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და თითქმის ყველა სოფელში მიმდინარეობს, სამუშაოები. "2019 წელს გურჯაანში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და გვინდა, რომ 2020 წელს კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ. თითქმის ყველა სოფელში მიმდინარეობს სამუშაოები. დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე წელს უფრო მეტ პროექტს განვახორცეიელბთ მუნიციპალიტეტში" - აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა