ბათუმში, გაზაფხულის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელები მოეწყო

ბათუმში, გაზაფხულის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელები მოეწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბათუმის წყლიდან“ აცნობეს, ქსელის არარსებობის გამო, ძლიერი წვიმისას გზის ნაწილი იტბორებოდა და მოსახლეობას წლების განმავლობაში გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა. მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი მარიკა გვიანიძე ადგილზე გაეცნო.

„აღნიშნულ ქუჩაზე ბოლო 50 წელია სანიასღვრე ქსელი არ მოწყობილა. მოხარული ვარ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დღეიდან აქვს შესაძლებლობა, მოწესრიგებულ გარემოში იცხოვროს,“ - განაცხადა მარიკა გვიანიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს