ზურაბ ჭიაბერაშვილი შეზღუდვების შესახებ კანონპროექტზე - ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა - თუ „ქართული ოცნება“ ამ კანონს მიიღებს, ის აუცილებლად გაუქმდება ხელისუფლების ცვლილებისთანავე

„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება, არაკონსტიტუციურია. როგორც ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, თუ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა მაინც მიიღო, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის აუცილებლად გაუქმდება.

„სრულიად მიუღებელია, რომ პარლამენტი გამოეთიშოს იმ პროცესს, რომელიც გულისხმობს გარკვეული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, მათ შორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისფულებების შეზღუდვას პირდაპირ მთავრობის მიერ ისე, რომ არც კითხოს რაიმე პარლამენტს. ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა და ეს არის გადადგმული ნაბიჯი ჩვენი მოქალაქეების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისა და თავისფულებების შეზღუდვისაკენ იმ მიმართულებებით, რაც მოუნდება მთავრობას, არა მარტო „ქართული ოცნების“ მთავრობას, არამედ ნებისმიერ მთავრობას. ამ კანონპროექტმა არ უნდა მიიღოს კანონის სახე. ის ანტიკონსტიტუციურია დიდ ნაწილში და დარწმუნებული ვარ, რომ თუ „ქართული ოცნება“ ამ კანონს მიიღებს, მას არ უწერია დიდიხნის სიცოცხლე და აუცილებლად გაუქმდება, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა