„თავისუფალი საქართველო“ - პარლამენტი ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას გეგმავს

თუ პარლამენტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარს დაუჭერს, „თავისუფალი საქართველო“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სარჩელით მისი არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, - ამის შესახე „ინტერპრესნიუსს“„თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, ამ კანონპროექტის მიღებით, ხელისუფლება აპირებს გააგრძელოს ტოტალური კონტროლი და შეინარჩუნოს ის უფლებამოსილებები, რაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში გააჩნდა.

„ხელისუფლების მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს. კერძოდ კი კანონპროექტი ითვალისწინებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებას ეძლევა ლეგიტიმაცია შეუზღუდოს მოქალაქეებს ის ძირითადი უფლებები, რაც ადამიანებს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით აქვთ გარანტირებული. აშკარაა, რომ ხელისუფლება აპირებს გააგრძელოს ტოტალური კონტროლი და შეინარჩუნოს ის უფლებამოსილებები, რაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში გააჩნდა. ამით კი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ შეიქმნის კოლოსალურ უპირატესობას, რითაც შეეცდება დაცემული რეიტინგის აღდგენას. აქვე, აღნიშნული კანონპროექტის მიმართ არსებობს სამართლებრივი შენიშვნებიც, კერძოდ კი ის არღვევს საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-7 მუხლით დადგენილ იერარქიულობას, რაც გულისხმობს იმას, რომ ნორმატიული აქტი უნდა მოდიოდეს შესაბამისობაში კონსტიტუციასთან და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მას, ხოლო აღნიშნული კანონპროექტის მიზანია ლეგიტიმაცია მიეცეს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვას. თუ პარლამენტი აღნიშნულ კანონროექტს მხარს დაუჭერს „თავისუფალი საქართველო“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სარჩელით მისი არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა