წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის ინიციატივით, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში კლასიკოსი მწერლის ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წყალტუბოს მერიიდან აცნობეს. უწყების ინფრომაციით, ბიუსტის ესკიზებიდან ერთის შერჩევა შესაბამისი კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

„კომისიის წევრები, მოადგილეების გარდა, კულტურის წარმომადგენლები, მხატვარები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან. ჩვენ ერთობლივად შევარჩიეთ ესკიზი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდება ჩვენი თანამემაულის, დიდი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის, ბიუსტის დადგმა წყალტუბოში. წელს, 16 ივნისს ოტია იოსელიანის დაბადებიდან 90 წელი სრულდება. მწერლის ბიუსტი ამ თარიღისთვის აუცილებალად დაამშვენებს წყალტუბოს ცენტრალურ პარკს", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა