ეკა ბესელია - დეპუტატები რომ თავად ასუსტებენ პარლამენტს და მთავრობას აძლევენ უფლებას, როცა საჭიროდ ჩათვლის, მაშინ შეზღუდოს კონსტიტუციური უფლებები, ეს არის ნაბიჯი ავტორიტარული მმართველობიკენ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება, პარლამენტის როლს ასუსტებს და სახიფათოა. როგორც ბესელიამ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა არაკონსტიტუციურია და მას შეუძლია პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ ადამიანის უფლებები შეზღუდოს.

„ეს ინიციატივა არის ანტიკონსტიტუციური, კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება, ასუსტებს პარლამენტს, როგორც მთავარ ინსტიტუტს და საპარლამენტო მმართველობის პირობებში, ეს არის პარლამენტის როლის დასუსტების მატარებელი, რაც ძალიან სახიფათოა და ბუნებრივია, ასეთ ინიციატივას მხარს ვერ დავუჭერ. დაუშვებლად მიმაჩნია, დაჩქარებული წესით, ორ დღეში ისეთი კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება მასიურად, პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ შეზღუდოს ადამიანის უფლებები, რომელიც კონსტიტუციითაა გარანტირებული. ორ სამუშაო დღეში უნდა მიიღოს პარლამენტმა ისეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც ეხება ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და ეხება მათი უფლებების შეზღუდვის საკითხს. ასეთი დაჩქარებული განხილვა დაუშვებელია და არ შეიძლება, დისკუსიის, მსჯელობის და კარგად გააზრების გარეშე, ასეთი კანონის მიღება. არასდროს მახსენდება, რომ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას ეხებოდეს კანონპროექტი, სისხლის სამართლის პროცესში შედიოდეს ცვლილება და მას არ იხილავდეს იურიდიული და ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტი. ეს ძალიან ცუდ სურათს ქმნის.

ეს პროექტი არავითარ დასაბუთებას არ შეიცავს და არავითარ პასუხს არ იძლევა კითხვაზე, რატომ აძლევს პარლამენტი მთავრობას უფლებას, საგანგებო მდგომარების გარეშე შეზღუდოს კონსტიტუციური უფლებები. რა უშლის პარლამენტს ხელს შეიკრიბოს მაშინ, თუ ამის საჭიროება იქნება? ეს კანონპროექტი ამობს, რომ მთავრობას არ სჭირდება პარლამენტის თანხმობა იმისთვის, რომ შეზღუდოს ძირითადი კონსტიტუციური უფლებები, როგორიცაა გადაადგლება, შეკრების უფლება, საკუთრების უფლება და ა.შ. რაც ზრდის თვითნებობის და ადამიანის უფლების მასიური დარღვევის რისკს“,- განაცხადა ბესელიამ.

ბესელია პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, კარგად წაიკითხონ, რას გულისხმობს კანონპროექტი და მიიჩნევს, რომ განხილვა უნდა გადაიდოს.

„ამას რომ პარლამენტის წევრები თავად აკეთებენ, რომ საკუთარ პარლამენტს ასე ასუსტებენ და აძლევენ მთავრობას უფლებას, რომ არასაგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც მთავრობა ჩათვლის საჭიროდ, მაშინ გამოიყენოს კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა და ამის დაკანონება უნდათ ორ დღეში, გაუაზრებლად, ისე, რომ არცერთი იურისტი არ მონაწილეობს ამ კანონპროექტის ინიცირების პროცესში, ეს არის ნაბიჯი ავტორიტარული მმართველობიკენ და არა - დემოკრატიული სახელმწიფოსკენ. ამიტომ, მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, კარგად წაიკითხონ, რას უნდა მისცენ ხმა. გაიაზრონ, რამდენად საფრთხისშემცველია ასეთი კანონის არსებობა ქვეყანაში“,- განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა