სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით ინფიცირებული 8 პირი თბილისში, შესაბამის საავადმყოფოში გადმოჰყავთ

სოფელ მუშევანის მკაცრ საკარანტინო ზონაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების თბილისში გადაყვანა ამ წუთებში აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მედიკოსთა სპეციალური ბრიგადებს 8 პაციენტი, მკურნალობის მიზნით, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში მიჰყავთ.

მათივე ცნობით, ინფიცირებული პაციენტების თბილისში გადაყვანის პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები აკვირდებიან.

„კარანტინის 59-ე დღეს მუნიციპალიტეტში კორონავირუსული ინფექციის 160 დადასტურებული ფაქტი გვაქვს, 3 გარდაცვალება და 66 გამოჯანმრთელება. ბოლო 48 საათში მუნიციპალიტეტიდან გადაგზავნილი 242 საკვლევი მასალიდან დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა და რვავე სოფელ მუშევანს უკავშირდება. გუშინ ასევე კორონავირუსი ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფ მუშევანის ერთ მოქალაქეს დაუდგინდა. შემთხვევების დინამიკა არის ნორმალური და შიგადაშიგ მატებას ველით, ვინაიდან, მოგეხსენებათ სოფელი მუშევანი მუნიციპალიტეტში ყველაზე დაზიანებულია ეპიდემიოლოგიურად. რა თქმა უნდა, დღესვე დაიწყებენ ეპიდემიოლოგები სოფელში მუშაობას დადასტურებული შემთხვევების მოძიებისთვის, დღესვე მოხდება რვავე ინფიცირებულის გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში ამ სოფელში ვითარება კიდევ უფრო დასტაბილურდეს და საბოლოოდ, ინფექციის აღმოფხვრის შემდეგ, შესაძლებელი გახდეს სოფლისთვის “წითელი ზონის“ სტატუსის მოხსნა“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით ინფიცირებული 8 პირი თბილისში, შესაბამის საავადმყოფოში გადმოჰყავთ

სოფელ მუშევანის მკაცრ საკარანტინო ზონაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების თბილისში გადაყვანა ამ წუთებში აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მედიკოსთა სპეციალური ბრიგადებს 8 პაციენტი, მკურნალობის მიზნით, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში მიჰყავთ.

მათივე ცნობით, ინფიცირებული პაციენტების თბილისში გადაყვანის პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები აკვირდებიან.

„კარანტინის 59-ე დღეს მუნიციპალიტეტში კორონავირუსული ინფექციის 160 დადასტურებული ფაქტი გვაქვს, 3 გარდაცვალება და 66 გამოჯანმრთელება. ბოლო 48 საათში მუნიციპალიტეტიდან გადაგზავნილი 242 საკვლევი მასალიდან დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა და რვავე სოფელ მუშევანს უკავშირდება. გუშინ ასევე კორონავირუსი ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფ მუშევანის ერთ მოქალაქეს დაუდგინდა. შემთხვევების დინამიკა არის ნორმალური და შიგადაშიგ მატებას ველით, ვინაიდან, მოგეხსენებათ სოფელი მუშევანი მუნიციპალიტეტში ყველაზე დაზიანებულია ეპიდემიოლოგიურად. რა თქმა უნდა, დღესვე დაიწყებენ ეპიდემიოლოგები სოფელში მუშაობას დადასტურებული შემთხვევების მოძიებისთვის, დღესვე მოხდება რვავე ინფიცირებულის გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში ამ სოფელში ვითარება კიდევ უფრო დასტაბილურდეს და საბოლოოდ, ინფექციის აღმოფხვრის შემდეგ, შესაძლებელი გახდეს სოფლისთვის “წითელი ზონის“ სტატუსის მოხსნა“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია