იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ზესტაფონში კორონავირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ზესტაფონში კორონავირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. როგორც ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მასთან კონტაქტი მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და უკვე თვითიზოლაციაში არიან.

„ზესტაფონში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება სატვირთო ავტომანქანის მძღოლს. მონიტორინგი ხორციელდება ყველა მძღოლზე, რომელიც შემოდის ქვეყნის ტერიტორიაზე და ტოვებს და ყველა გვყავს აღრიცხვაზე ყოველდღიურად, შესაბამისად, ვაკონტროლებთ მათი თვითიზოლაციის პირობებს. ეს პიროვნებაც იყო თვითიზოლაციაში, გახდა შეუძლოდ, რის შემდეგაც მიმართა სამედიცინო ცენტრს, სადაც დაუდასტურდა „კოვიდ 19". ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია, რამდენიმე ადამიანთან იყო კონტაქტი გადაადგილების დროს, როდესაც ჩამოვიდა ზესტაფონში, ყველა ადამიანი იდინტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში. ასე რომ, კონტაქტების დიდი რაოდენობა არ არის და არ არსებობს საშიშროება, რომ გავრცელება მოხდეს", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

29 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში დადასტურებული კოვიდ 19-ით ზესტაფონის საავადმყოფოდან გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მამაკაცი, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია, სომხეთიდან შემოვიდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა