„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტის“ განხილვისას, ანრი ოხანაშვილის გამოსვლას კამათი მოჰყვა

ჯანდაცვის კომიტეტზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტის განხილვა მცირე ხმაურის ფონზე წარიმართა.

ხმაური უმრავლესობის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის გამოსვლას მოჰყვა. კერძოდ, დეპუტატმა განაცხადა, რომ თუ კანონპროექტთან დაკავშირებით რაიმე კითხვები არსებობს, შესაძლებელია კონკრეტული პირები პარლამენტში დაიბარონ და ამ კითხვებს პასუხი გაეცეს.

ამასთან დაკავშირებით ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ და „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა მას მიუთითეს, რომ პარლამენტში მინისტრი სამჯერ იყო დაბარებული, თუმცა, უშედეგოდ. ლევამ კობერიძის თქმით, ასეთი შეთავაზება „სასაცილოდ ჟღერს.“

„მშვიდად, მე გისმენდით,“- უპასუხა ანრი ოხანაშვილმა.

თავის მხრივ, ლევან კობერიძემ ანრი ოხანაშვილს მოუწოდა „დამრიგებლურ ტონს შეეშვას“.

კომიტეტის წამყვანმა ლადო კახაძემ დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობის ნიშნები შეიტყობა, გთხოვთ თქვენში არსებული რესურსების მობილიზებას, ვიცი, რომ ყველა მოწადინებული ვართ, საკითხი გაირჩეს ბოლომდე,“- აღნიშნა ლადო კახაძემ.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა