სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში 22 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა ტიპის სამუშაოების ჩატარების გამო, 22 მაისს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ისნის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კასპის, ვაჟა ივერიელის, წინანდლის, ავლიპ ზურაბიშვილის, თელავის, კობარეთის, აწყურის, დოესის, ნოსირის, უბილავას, ლეხ კაჩინსკის, ელიზბარ და ვლადიმერ უბილავების, იორის, გარეკახეთის, კოშკოვანის, ცუცხვათის, შირაქის, შორაპნის, ზინდისის, ძევერის და ძეგლევის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ივერიელის, ახმეტის, წინანდლის, ავლიპ ზურაბიშვილის, ხახანაშვილის და კობარეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დომენტი ჟღენტის, დობროლიუბოვის, ენისელის, ზედაუბნის, კალიუჟინის, კაჭრეთის, კოდალოს, ვასილ თამარაშვილის, მაღაროს, ეკლესიის, სამღერეთის, ცოტნე დადიანის, ქართველიშვილის და ლევან ქართლელიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, უნივერსიტეტის, ედიშერ მაღალაშვილის, გიორგი გეგეჭკორის, ოთარ ლორთქიფანიძის და ოთარ ჩხეიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, სამტრედიის, რაფიელ აგლაძის და გუდაუთის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა