ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მგზავრთა ნაკადი რუსთავი-თბილისის მარშრუტზე საკმაოდ დიდია და ახალი ავტობუსებით მგზავრთა მომსახურება, კონკურენციის პირობებში, სერვისს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას, თბილისი-რუსთავის მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანის უზრუნველყოფის მიზნით, ავტობუსების გამოყოფის თაობაზე მიესალმება.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მგზავრთა ნაკადი რუსთავი-თბილისის მარშრუტზე საკმაოდ დიდია და ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსებით მგზავრთა მომსახურება, კონკურენციის პირობებში სერვისს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

,,სატრანსპორტო დერეფანი განსაკუთრებულ განვითარებას, რომ საჭიროებს, ეს თბილისის მერიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგადაც დადასტურდა. შესაბამისად, ეს ფაქტი, ორი ქალაქის განსაკუთრებული ურთიერთობიდან გამომდინარე დადგა. რა თქმა უნდა, მისასალმებელია დედაქალაქის მერის ეს გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ, რომ მიზანშეწონილიც არის და შედეგებზეა ორიენტირებული. დეტალები რუსთავში ავტობუსების განთავსების ლოკაციების შესახებ, ჯერ დასაზუსტებელია. შესაძლოა ლოკაციებისა და მარშრუტების განსაზღვრისას გათვალისწინებული იყოს ავტობაზრობა და მომსახურების სააგენტოც, რადგან ამ მიმართულებითაც ბევრი მგზავრი გაადაადგილდება და ეს ყველაფერი, ერთ კონტექსტში უნდა იქნას განხილული. თუმცაღა, ეს დამოკიდებულია, იმ დერეფანზე, სადაც ემ-3 და ემ-2 კატეგორიის ტრანსპორტმა უნდა იმოძრაოს და იმაზე თუ რა ლოკაციები იქნება ამისთვის შერჩეული. მე ვფიქრობ, რომ კონკურენციის პირობებში, განვითარება ორივე სახის ტრანსპორტის იქნება მნიშვნელოვანი, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ეს დეტალიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, -განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში, რომლის კომენტარსაც მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისი-რუსთავის და რუსთავი-თბილისის მიმართულებით ახალი ავტობუსები იმოძრავებს. მისი თქმით, ამ მიმართულებებით ყოველდღიურად 30 000 ადამიანი გადაადგილდება და აუცილებელია, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა მათი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უზრუნველყოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა