21 მაისიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის III ლოტის მშენებლობის ფარგლებში, საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე მდებარე გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 2020 წლის 21 მაისის 06:00 საათიდან 2 კვირის განმავლობაში.

საავტომობილო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის, ნიკეას ქუჩის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზის და გეგუთის სატრანსპორტო კვანძის გავლით.

„სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გზის ჩაკეტვის ადგილები ღამის საათებში იქნება განათებული. ორგანიზაციის მიერ, შესაბამისი საშუალებებით დაიფარება ინდივიდუალური დაპროექტების საგზაო ნიშნები და განთავსდება დროებითი მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს