ცესკოს ინიციატივის - „ვიმსჯელოთ ერთად“ ფარგლებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივის - „ვიმსჯელოთ ერთად“ ფარგლებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის მთავარი საკითხები 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქცევის (ეთიკის) კოდექსის პროექტი და პანდემიის პირობებში მიმდინარე საარჩევნო საქმიანობების განხილვა იყო.

„ონლაინ შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა და „ვიმსჯელოთ ერთად“ შეხვედრის ფორმატის შესახებ ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო სასურველია აღნიშნული შეხვედრები ახლო მომავალშიც დისტანციურად გაიმართოს. მისი მოსაზრება შეხვედრის მონაწილეებმაც გაიზიარეს. თამარ ჟვანიამ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან დეტალურად ისაუბრა იმ საქმიანობების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში ახორციელებს. დღესვე შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა განახლებული ქცევის (ეთიკის) კოდექსის პროექტი გააცნო, რომელშიც ახალი გამოწვევების შესაბამისი, მნიშვნელოვანი ინიციატივებია ასახული; საარჩევნო ადმინისტრაციამ ქცევის კოდექსის წარდგენით სამოქალაქო სექტორთან ერთად დღეიდან დაიწყო სამუშაო პროცესი, იმისათვის რომ ერთობლივად შემუშავდეს საბოლოო დოკუმენტი. დღეს გამართულ ონლაინ შეხვედრას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და ცესკოს 33 წარმომადგენელი ესწრებოდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა