ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს სრულად ასრულებს და შეუფერხებლად მუშაობს

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს სრულად ასრულებს და შეუფერხებლად მუშაობს. ასე შეაფასეს საწარმოს მუშაობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა და საკრებულოს თავმჯდომარემ,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

კომპანიის ცნობით, ისინი პანდემიის პირობებში მიმდინარე პროცესებს ფეროშენადნობთა ქარხნაში პირადად გაეცნენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საწარმოში დასაქმებულთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული. ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნება. ამიტომ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით, რათა სწრაფად დავძლიოთ ის გამოწვევები, რომლებიც მსოფლიო პანდემიამ შექმნა და ქვეყანამ სწრაფი ტემპით განაგრძოს წინსვლა. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც საკუთარი შრომით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს“, - განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ.

კომპანიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაში „ჯორჯიან მანგანეზს“ უდიდესი წვლილი მიუძღვის.

„საწარმო ზრუნავს როგორც ქართულ ეკონომიკაზე, ასევე - თანამშრომელთა უსაფრთხოებასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე. კომპანიაში დასაქმებული ადამიანები მუშაობას დღესაც შეუფერხებლად აგრძელებენ, რაც აუცილებლად დასაფასებელია. პანდემიის პირობებში კომპანია მუნიციპალიტეტს გვერდით ედგა როგორც პრევენციული ღონისძიებების გატარებაში, ასევე, სოციალური პროექტების განხორციელებაში“, - ამბობს გიორგი გოგლიჩიძე.

„ჯორჯიან მანგანეზი“, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საწარმო, პანდემიის პირობებში მუშაობის პროცესს სრული სერიოზულობით მოეკიდა და, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ჩვენ დღემდე უსაფრთხოდ მოვედით. ჩვენი ყველა მუშა-მოსამსახურე თერმოსკრინინგს გადის, თითოეული მათგანი სრული ეკიპირებით არის აღჭურვილი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა მოთხოვნა დაიცვას. ჩვენ შევძელით ის, რომ ამ პირობებში წარმოების მოცულობა გაგვეზარდა, კაპიტალური შეკეთებიდან 22-ე ღუმელი გამოგვეყვანა და ამით ჩვენი მუშა-ხელი შეგვენარჩუნებინა“, - განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, ვასილ გველესიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს