გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს დუშეთისა და მცხეთის რაიონის სოფლებში დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ცივწყარო, ანანური, თანდილაანთკარი, ფიტავი, ვარდი, ჭივილაანები და მიმდებარე სოფლებში. 13:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ძალისი, მუხრანი, ქსოვრისი, ერედა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს